ცოტა რამ წიგნიერებაზე

რა არის წიგნიერება ?

" შევხედოთ სხვადასხვა ერის განმარტებით ლექსიკონს:

,,წიგნიერი“ (რუსულად ,,Грамотный“, ინგლისურად ,,,,Literate””): 
1. წერა-კითხვის მცოდნე.
 2. ღრმად განსწავლული, განათლებული ადამიანი.

ერთი შეხედვით, მოცემული განმარტება ნათელი და დამაკმაყოფილებელია. პიროვნება ,,წიგნიერად“ რომ ვაღიაროთ, ის კითხვასა და წერასთან დაკავშირებულ ამოცანებს უნდა ართმევდეს თავს. მეორე მხრივ, ცნებას, ფართო გაგებაც გააჩნია. სინამდვილეში, პრობლემას მაშინ ვაწყდებით, როცა კითხვისა და წერის ცოდნის განსაზღვრებაში ვიწყებთ ჩაღრმავებას. საქმე გვაქვს შედგენილ, რთულ უნარებთან, რომელთა დახვეწა მთელი ცხოვრების განმავლობაში გრძელდება. ნება მომეცით, თავადვე დავსვა რამდენიმე შეკითხვა:

- რა მახასიათებლებით გამოვარჩევთ ,,ეფექტურ მკითხველს“ ,,არაეფექტური მკითხველისაგან“? არსებობს კი ზღვარი, როცა ადამიანს, ჩვენს შემთვევაში - მოსწავლეს, შეიძლება ეფექტური, კარგი ,,მკითხველი „ ვუწოდოთ?

- როგორ შევაფასოთ კითხვის პროცესის შედეგის ნაყოფიერება? რომელ მაჩვენებლებს დავეყრნოთ, კითხვის ეფექტურობის გასაზომად, დამწყებ მკითხველებთან მუშაობისას? მოზარდებთან? უფროსებთან?

- რა მივიჩნიოთ საკითხავ ტექსტად? მხოლოდ ლიტერატურული ნაწარმოებები, თხრობითი ტექსტი (ე.წ ,,ნარატივი“) თუ აღწერითი (ე.წ. ,,ექსპოზიტორული“) ტექსტი? მხოლოდ ტრადიციული, ნაბეჭდი მასალა თუ ვებ-გვერდი ინტერნეტში? ფიზიკის ფორმულა თუ გეოგრაფიული რუკა? ფილმი ან სპექტაკლი? ფერწერული ტილო, სარეკლამო დაფა ან სხვა სახის ვიზუალური კომპოზიცია?

წიგნიერების დღეისათვის არსებული განმარტებები, რამდენიმე განზომილებაში, ერთმანეთისაგან განსხვავდება. მაგალითად, ზოგი მიიჩნევს. რომ წიგნიერება სტატიკური და აბსოლურურია. თუ თქვენ შეძელით საკუთარი სახელის დაწერა ან დაასრულეთ დაწყებითი სკოლა, წიგნიერად ჩაითვლებით. პედაგოგთა, მკვლევართა, ორგანიზაციათა უმრავლესობისათვის, წიგნიერება დინამიური და რელატიურია. მათი აზრით, წიგნიერება უნდა განისაზღვროს მოცემულ ფონქციონალური კონტექსტში, რომელიც განსხვავებული სხვადასხვა კულტურასა და დროში. ზოგიერთი განმარტების მიხედვით, წიგნიერება სხვა სააზროვნო უნარებსაც აერთიანებს, როგორიცაა ანგარიში ან პრობლემის გადაჭრა.
ერთი რამ ცხადია, კითხვის, გნებავთ, ტექსტთან მუშაობის ცოდნა/უნარი განათლების მიღების ძირითადი საყრდენია. ბევრ ქვეყანაში სასკოლო პოლიტიკის მთავარი ორიენტირი სწორედ ამ უნარის განვითარებაზეა აღებული. "

პაატა პაპავა , (დიალოგი მესამე: წიგნიერების შესახებ  წიგნიერი - 2002-2004 წლებში გამოქვეყნებული სტატიების ანთოლოგია )

Комментариев нет:

Отправить комментарий

"ცასწავალა" და "წითელი ბუშტი "

"ცასწავალა " "წითელი ბუშტი" "ცასწავალა" - მოთხრობა "ცასწავალა"- ადაპტირებულ...